fbpx
საბერძნეთი

ათენი სიცხისგან იწვის, თესალონიკში ქარიშხალი, პტოლეიმაიდაში კი სეტყვა – კონტრასტი საბერძნეთში

საბერძნეთის სხვადასხვა რეგიონებში საკმაოდ კონტრასტული სურათი ფიქსირდება. გავრცელებული ინფორმაციით, თესალონიკს გვიან ღამით ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს და სახანძრო სამსახურში რამდენიმე ზარი შევიდა დახმარების თხოვნით.

ირკვევა, რომ საკუთარ მანქანაში ჩაიკეტა 4 ადამიანი, რომელიც მაშველების დახმარების გარეშე იქიდან გადმოსვლას ვერ მოახერხებდა. საბედნიეროდ, ყველა მათგანი ჯანმრთელი და უვნებელია.

რაც შეეხება პტოლეიმაიდას, იქაურობა სეტყვამ გადაათეთრა, ოლიმპიადაში წაქცეულია ხეები.

ამავდროულად ათენში და ზოგადად ატიკის რეგიონში განსაკუთრებულად ცხელა.

onalem

ტესტ