fbpx
საბერძნეთი

კორონავირუსის მქონე ტურისტი კრეტას სასტუმროში – მექანიზმი სრულ მობილიზებაშია

ბერძნული მედიის ინფორმაციით, კრეტაზე, კერძოდ, ხერსონისოსში ჩასულ ტურისტს, რომელიც უკვე სასტუმროში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც ირკვევა, რუმინელი ქალი უსიმპტომო ინფიცირებულია და თავს კარგად გრძნობს. სრულ მობილიზებაშია მექანიზმი, რომ თუკი საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალიზაცია, ეს პროტოკოლის სრული დაცვით მოხდეს.

ხერსონისოსის მერი, იანის სეგოსი აცხადებს, რომ სრულიად ნორმალურია, რომ ქვეყნის ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ რეგიონში დაფიქსირდეს ინფიცირების შემთხვევები. ხერსონისოსში ყოველდღიურად ასობით ტურისტი ჩადიოდა. ადგილზე სიტუაცია სრულიად კონტროლირებადია.

რუმინელი ტურისტი თვითიზოლაციაში დარჩება, თუმცა, ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემა სრულ მზადყოფნაშია მის დასახმარებლად.

onalem

ტესტ