fbpx
საბერძნეთი

30 წლის ბერძენმა, რომელიც თავს ბუღალტრად ასაღებდა, ქალს თაღლითური გზით ათასობით ევრო გამოსძალა

როგორც ირკვევა, შემთხვევა კალამატაში მოხდა, სადაც 30 წლის ბერძენმა ერთ-ერთ ქალბატონს დიდი რაოდენობის თანხა გამოსძალა. თაღლითი მამაკაცი თავს ბუღალტრად ასაღებდა, ქალბატონს დაუკავშირდა და უთხრა, რომ უფლება ჰქონდა საბერძნეთის საგადასახადო სამსახურიდან დიდი რაოდენობის თანხა დაებრუნებინა უკან.

თაღლითმა ის დაარწმუნა, რომ სანამ თანხას უკან დაიბრუნებდა, თავად უნდა გადაეხადა რამდენიმე ათასი ევრო, რაზეც ქალი დათანხმდა. 30 წლის ბერძენმა მისგან დიდი რაოდენობის თანხა თავად აიღო და მსხვერპლმა გვიან გააცნობიერა, რომ თანხა საგადასახადო სამსახურში არ გადაურიცხავს და არც უკან მიიღებდა რამეს.

ქალმა მომხდარის შესახებ პოლიციაში განაცხადა და ოფიცრებს თაღლითი ბერძენის დაკავება არ გასჭირვებიათ. ის დასავლეთ ატიკაში იმყოფებოდა, როდესაც დააკავეს და შემდეგ კალამატაში გადაიყვანეს.

მის წინააღმდეგ საქმე შესაბამისი მუხლით აღიძრა.

onalem

ტესტ