fbpx
საბერძნეთი

ამინდის ცვლილება საბერძნეთში: ნავპაქტოს სანაპირო რამდენიმე წუთში დაცარიელდა

დღეს საბერძნეთის უმეტეს ტერიტორიაზე ძლიერი ქარი ქრის და სანაპიროებზე გასვლისთვის არც თუ ისე ხელსაყრელი დღეა. როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებდნენ, ამინდი უეცრად იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ცხელა, ქარის ძალა სულ უფრო და უფრო იმატებს, განსაკუთრებით ეგეოსის ზღვაზე, თუმცა, არც დასავლეთ საბერძნეთშია განსხვავებული მდგომარეობა.

ვრცელდება კადრები ნავპაქტოს სანაპიროდან, რომელიც რამდენიმე წუთში დაცარიელდა, რადგან ქარი ამოვარდა და ხალხს გასაბერი ლეიბებიც კი გასტაცა.

სანაპირო ბარების თანამშრომლებმა მოასწრეს და ქოლგები დაკეცეს, რათა ზარალი არ გამოწვეულიყო.

onalem

ტესტ