fbpx
საბერძნეთი

დრამატული წუთები ნეა ახიალოს მოსახლეობისთვის – დიდი აფეთქება და უკონტროლო ხანძარი

საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში ხანძარი კვლავ უკონტროლოა, ერთ-ერთი ასეთია მაგნისიაში მძვინვარე ცეცხლი, სადაც ნეა ახიალოს ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქებაც მოხდა. გუშინდელი დღიდან პოლიციელები კარდაკარ დადიოდნენ და მოსახლეობა იქიდან გაჰყავდათ, ზოგისთვის ევაკუაციის ერთადერთი საშუალება ნავებით გადაადგილება იყო.

დედებს ბავშვები ჩახუტებულები მიჰყავდათ და ცრემლს ვერ იკავებდნენ, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე, მიჰყავდათ ცხოველები.

რაც შეეხება აფეთქებას, ის მოხდა შეიარაღებული ძალების საბრძოლო მასალების საწყობში. აფეთქებამ რამდენიმე კილომეტრში ჩაამსხვია ფანჯრები სახლებსა და მაღაზიებში.

ეს ფაქტი შეუმჩნეველი არ დარჩენია თურქულ მედიასაც, რომელიც სიტუაციას სათავისოდ იყენებს და სიუჟეტებს უძღვნის საბერძნეთში მომხდარ აფეთქებას, რომელიც როგორც ექსპერტები აცხადებენ, სპეციალური უსაფრთხოების პროტოკოლის დაცვის შემთხვევაში, თავიდან უნდა აერიდებინათ.

onalem

ტესტ