fbpx
საბერძნეთი

როგორი ამინდი გველის აგვისტოში საბერძნეთში და გვექნება თუ არა ისევ გვალვის შემოტევები?!

ძლიერი გვალვების შემდეგ, რამაც საბერძნეთის რამდენიმე რეგიონი გაანადგურა, ძლიერი ხანძრებიდან გამომდინარე, მოსახლეობას აქვს კითხვა: როგორი იქნება აგვისტოს თვე და გველის თუ არა კიდევ გვალვის მსგავსი ტალღები, 45-46 გრადუსით?!

როგორც ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, აგვისტოს თვე საბერძნეთში ისეთი იქნება, როგორც ეს ჩვეულებრივ არის სეზონისთვის დამახასიათებელი, ცხადია, დაფიქსირდება მაღალი ტემპერატურაც, თუმცა, ეს იქნება უკიდურესობების გარეშე. სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, რომ 10-15 აგვისტომდე რბილი ამინდი შენარჩუნდება.

“აგვისტოს შუა რიცხვებამდე არ ველით ამინდის რაიმე ექსტრემალურ პირობებს, ხანძრებთან მიმართებაში კვლავ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, ვიხილავთ 37-38 გრადუსს, თუმცა, ეს აგვისტოს თვისთვის დამახასიათებელია. 

რაც შეეხება მიმდინარე პერიოდს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საბერძნეთის უმეტეს ტერიტორიაზე 34-36 გრადუსამდე ველით, რაც ნიშნავს, რომ გვალვამ “დაგვტოვა” და შედარებით ამოვისუნთქებთ,” აცხადებენ სინოპტიკოსები.

ათენში უქმეებზე ტემპერატურა 35-დან 37 გრადუსამდე იმერყევებს.

 

onalem

ტესტ