fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის კუნძულ სამოსზე ვერტმფრენი ჩამოვარდა – დაშავებულია პილოტი, თუმცა, გადარჩა

ბერძნული მედიის ინფორმაციით კუნძულ სამოსზე ჩამოვარდა ვერტმფრენი, რომელიც რეისს თურქეთის მიმართულებით ასრულებდა.

ირკვევა, რომ საუბარია კერძო ვერტმფრენზე, ის პაროსიდან თურქეთის მიმართულებით მიფრინავდა, თუმცა, სამოსზე საწვავის ასავსებად გაჩერდა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბორტზე იმყოფებოდა 5 ადამიანი, რომელიც მსუბუქად დაშავდა, თუმცა, მოგვიანებით ტელეკომპანია ΕΡΤ-მა გაავრცელა ცნობები, რომ ვერტმფრენში არა 5 პირი, არამედ მხოლოდ პილოტი იმყოფებოდა, ის დაშავდა, მაგრამ რაც მთავარია გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე სწრაფად მივიდა სახანძრო სამსახური და აეროპორტის წარმომადგენლობა, პილოტი გამოიყვანეს და პროფილაქტიკის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მიზეზი, თუ რის გამო მოხდა, ინციდენტი უცნობია, მაგრამ როგორც ჩანს, ვერტმფრენმა ორი უეცარი ბრუნი გააკეთა და ძირს დაენარცხა, შემდეგ კი, ამობრუნდა.

იხილეთ კადრები:

onalem

ტესტ