fbpx
საბერძნეთი

UNESCO: ათენი და ლონდონი პართენონის სკულპტურების დაბრუნებაზე მოლაპარაკებებს იწყებენ

იუნესკო ავრცელებს მნიშვნელოვან ინფორმაციას საბერძნეთისთვის ღიად დარჩენილ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც პართენონის სკულპტურებს ეხება. აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, საბერძნეთმა და ბრიტანეთმა უპასუხეს ორგანიზაციის თხოვნას, რომ გააძლიერონ საკუთარი ძალისხმევა, დასხდნენ ერთ მაგიდასთან და პართენონის სკულპტურების ათენში დაბრუნება განიხილონ.

იუნესკომ ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში სთხოვა გაერთიანებულ სამეფოს, რომ ამ საკითხისთვის გადაეხედა და საბერძნეთთან კონსტრუქციული დიალოგი დაეწყო, ამა წლის 29 აპრილს კი, ბრიტანეთის კულტურის მინისტრმა, სტივენ პარკინსონმა ორგანიზაციას მიმართა თხოვნით, რომ უზრუნველეყო საბერძნეთის კულტურის მინისტრთან, ლინა მენდონისთან შეხვედრის ორგანიზება. ცხადია, ლინა მენდონიმ დაუყოვნებლივ მიიღო შემოთავაზება და შეხვედრის თარიღი სულ მალე გახდება ცნობილი.

ამ ყველაფრის ფონზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს დიდი შანსი, პართენონის მარმარილოები საკუთარ ადგილს დაუბრუნდნენ.

 

onalem

ტესტ