fbpx
საბერძნეთი

ძლიერი ხანძარი ასპროპირგოში – გამაფრთხილებელი შეტყობინება ატიკის მოსახლეობას 112-იდან

რამდენიმე წუთის წინ დასავლეთ ატიკის რეგიონში, კერძოდ, ასპროპირგოში, ძლიერი ხანძარი მძვინვარებს. რამდენიმე წუთის წინ ატიკის მოსახლეობას გაეგზავნა შეტყობინება, რომ თუ იმყოფებიან აღნიშნულ ტერიტორიაზე, აუცილებლად დაკეტონ სახლების ფანჯრები და მოერიდონ გადაადგილებას, ვინაიდან კვამლი, რომელიც ხანძრის შედეგად გამოდის, ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

როგორც ირკვევა, ცეცხლი აგიოს გეორგიოს ტერიტორიაზე, გადამუშავების ქარხანასთან გაჩნდა, სადაც არსებობს საწვავის ავზები და სხვა აალებადი მასალები. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახური, 13 მანქანითა და 54 მეხანძრით.

სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ ქარხნის შიგნით ხანძარი არ გავრცელებულა და ამ დროისთვის იქაურობა კონტროლის არეშია.

onalem

ტესტ