fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: ეკლესიაში აღმოჩენილი ძვლები შესაძლოა 2012 წელს გატაცებულ ბიჭს ეკუთვნოდეს

პოლიციის ოფიცრებს საფუძვლიანი ეჭვი აქვთ, რომ მანიში, ლაგადას ტერიტორიაზე, აგიოს სპირიდონის ეკლესიაში აღმოჩენილი ძვლები მარიო პაპაგეორგიუს ეკუთვნის და სწორედ ამის გამო, მათ ოჯახის წევრებს სასწრაფოდ შეატყობინეს.

ოჯახი საბერძნეთის პოლიციის კრიმინალური ლაბორატორიიდან შედეგებს ელოდება, რომლის მიხედვითაც დადგინდება, ეკუთვნის თუ არა ეკლესიაში აღმოჩენილი ძვლები 26 წლის ბიჭს.

ახალგაზრდა 2012 წლის 9 აგვისტოს გაიტაცეს, ხოლო მისი ოჯახის 72 წლის მეგობარი მოკლეს. ბიჭის ადგილსამყოფელს წლების მანძილზე ვერ მიაგნეს. პოლიციის ოფიცრები ვარაუდობენ, რომ ძვლები სწორედ ამ გაუჩინარებულ ბიჭს ეკუთვნის. 1 სექტემბერს სოფლის ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ძვლები ლაგადას ტერიტორიაზე იპოვეს. ამ ტერიტორიაზე ეკლესია უკვე 50 წელია აღარ ფუნქციონირებს და მისვლა მხოლოდ ერთი ვიწრო ბილიკითაა შესაძლებელი, რომელზეც უკანასკნელი წლების მანძილზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა გაიარა.

შესაძლოა ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილმა ადამიანის ძვლებმა ფარდა ახადოს 26 წლის ბიჭის გაუჩინარებას, რომელსაც 2012 წლიდან დღემდე ეძებდნენ.

როდესაც ბიჭი 2012 წლის 9 აგვისტოს გაიტაცეს, დედამისმა სატელეფონო ზარი მიიღო, რომელიც იტყობინებოდა, რომ მისი გათავისუფლების სანაცვლოდ 620, 000 ევროს ითხოვდნენ. ქალმა პოლიციას არ შეატყობინა და შვილის ძებნა ახლომახლოს დაიწყო.

2012 წლის ოქტომბერში კი, პოლიციამ ბიჭის მანქანა იპოვა, რომელშიც მისი სისხლის კვალი აღმოჩნდა. თუმცა გვამის ადგილსამყოფელის დადგენა შეუძლებელი იყო.

onalem

ტესტ