fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

ინფიცირებულთა რიცხვის საგანგაშო ზრდა საბერძნეთში – ნახეთ დღევანდელი მონაცემები

რიცხვი, რომელიც დღეს საბერძნეთში ფიქსირდება, ექსპერტებს განგაშის საფუძველს აძლევს. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გამოვლინდა 110 ინფიცირებული. აღსანიშნავია, რომ დღეს არ ფიქსირება არცერთი გარდაცვალება.

კერძოდ, ინფიცირების შემთხვევები გეოგრაფიულად ასე ნაწილდება:

60 თესალონიკსა და კავალაში – ორივე ტერიტორიაზე 33 ადამიანი დაავადდა უკვე ცნობილი ინფიცირებულისგან.

17 ატიკის რეგიონში.

12 ინფიცირებული გამოვლინდა საბერძნეთის საზღვრებზე, დანარჩენი კი ნაწილდება მაგნისიაზე, ლარისას, პელას, კორინთიას, ახაიას და ვიოტიას ტერიტორიებზე.

როგორც ირკვევა, ადამიანთა უმეტესობის დაინფიცირება მოხდა ქორწილებში, რომლებიც გასულ კვირას გაიმართა.

საბერძნეთის მთავრობა მოსახლეობას ზომების დაცვას სთხოვს, ვინაიდან ბოლო პერიოდში საზოგადოება მოდუნდა და შედეგებიც სახეზეა.

onalem

ტესტ