fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

“ერთი ნაბიჯიც და საბერძნეთში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყება, განიხილება ზომების გამკაცრება” – ნიკოს სიფსას

ნიკოს სიფსასმა ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან საუბრისას თამამად განაცხადა, რომ საბერძნეთი კორონავირუსი მეორე ტალღის საზღვარზე დგას.

“ჩვენ ვართ იმ მდგომარეობაში, რასაც ჰქვია “წითელი განგაში”. ერთი ნაბიჯიც და ვითარებას, რომელიც გვექნება, დაერქმევა კორონავირუსის მეორე ტალღა. ახლა დიდი კონსესუსის დროა და არ გვაქვს დასვენების უფლება, არ გვაქვს უფლება ვიფიქროთ, რომ ყველაფერი უკვე მოგვარდა.

თუ ვითარება ასე გაგრძელდება, ყოველდღე ასობით შემთხვევა გვექნება.ზომები უნდა იქნას დაცული, თუ არ დავიკავებთ დისტანციას, გვექნება სერიოზული პრობლემა. ნიღაბი თავდაცვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. თუ დღეს ყველა ბერძენი დაიცავს დისტანციას და ატარებს ნიღაბს, ეპიდემიის გავრცელების სიჩქარე საგრძნობლად შემცირდება, გვექნება ერთი ძალიან კარგი აგვისტო. გვიანი ჯერ კიდევ არ არის.

მთავრობამ მაგიდაზე განსახილველად უკვე დადო უფრო მკაცრი ზომები, რომელთა განხილვა არც კი მინდა. არ არის სწორი საბერძნეთში აგვისტოს თვეში ზომების გამკაცრება, რადგან ეკონომიკას სერიოზული ზარალი მიადგება.

თუმცა, თუ გაგრძელდა ყოველდღე ასობით იმფიცირებულის გამოვლენა, შესაძლოა დაიკეტოს კონკრეტული დაწესებულებები. ვიმედოვნებ, რომ ყველას გვესმის საფრთხის მნიშვნელობა და ეს საჭირო არ გახდება. 

ახლა ვირუსმა გავრცელება იწყო გაცილებით ახალგაზრდა ასაკის ადამიანებში, ამიტომ მას “იპოვით” ყველანაირ საზოგადოებაში და ნუ იფიქრებთ, რომ სადმე დაცულები ხართ. ეს ძალიან შემაშფოთებელი სცენარია,” განაცხადა ინფექციური დაავადებების პროფესორმა, ნიკოს სიფსასმა.

 

onalem

ტესტ