fbpx
საბერძნეთი

ინტენსიური კონტროლი საჯარო ტრანსპორტში – საგანგაშო მდგომარეობა ინფიცირების შემთხვევათა მატების გამო

ბერძნული მედიის ინფორმაციით, განსაკუთრებით ინტენსიური კონტროლი მიმდინარეობს გარეუბნების მატარებლების, მეტროს, ავტობუსებისა და ტროლეიბუსების გაჩერებებზე. ოფიცრები ამოწმებენ ატარებენ თუ არა ნიღბებს მგზავრები და ზოგადად, დაცულია თუ არა მთავრობის მიერ მიღებული უსაფრთხოების ზომები.

ირკვევა, რომ 665 შემოწმების შედეგად დაჯარიმდა 11 ადამიანი, ავტობუსში ნიღბის გამოუყენებლობის გამო. როგორც უკვე ცნობილია, ჯარიმა ამ შემთხვევაში შეადგენს 150 ევროს.

განსაკუთრებით ბევრი კონტროლიორი განაწილებულია ΚΤΕΛ-ის სადგურებში, საიდანაც ახლა უამრავი ადამიანი მიემგზავრება სხვადასხვა მიმართულებით.

რა თქმა უნდა, შემოწმებები ხორციელდება გემებზეც და როგორც სამოქალაქო დაცვის სამინისტრო იუწყება, აქტიური კონტროლი დიდი ხნის მანძილზე გაგრძელდება, ვინაიდან საბერძენთში უკვე საგანგაშო რიცხვები ფიქსირდება.

onalem

ტესტ