fbpx
საზოგადოება

ორი იმიგრანტი მამაკაცი ბერძენის დაკეტილ ბინაში ისე ცხოვრობდა, როგორც საკუთარ სახლში

გავრცელებული ინფორმაციით, ორი იმიგრანტი მამაკაცი, რომელთაგან ერთი ალჟირელია, მეორე კი ავღანელი, იოანინაში მდებარე ბერძენი მეაპტრონის ბინაში უკანონოდ ისე ცხოვრობდა, თითქოს მათი ყოფილიყო.

ირკვევა, რომ ბინის პატრონი მუდმივად საზღვარგარეთ ცხოვრობს, ამიტომ მათ შანსი არ გაუშვეს, შიგნით შეღწევა შეძლეს და გაურკვეველი პერიოდის მანძილზე კომფორტულად ცხოვრობდნენ.

საბოლოოდ, მათი თაღლითობა იმით დასრულდა, რომ მეპატრონის ნათესავმა შენიშნა, რომ ბინაში ვიღაც ცხოვრობდა, მაგრამ, ზუსტად იცოდა, რომ ცარიელი უნდა ყოფილიყო. მან მაშინვე შეატყობინა პოლიციას, თუმცა, იმიგრანტებმა ამის შესახებ გაიგეს და გაიქცნენ. მოგვიანებით პოლიციამ მათ სხვა მიტოვებულ სახლში მიაგნო, რადგან იქაც ვიღაცამ უჩივლა და ორივე მათგანი დააკავეს.

აღმოჩნდა, რომ მამაკაცებს სახლიდან მოპარული ჰქონდათ ველოსიპედიც.

ორივე მათგანი იოანინას განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც სხვისი ქონების დაზიანების, სიმშვიდის დარღვევის და ქურდობისთვის გაასამართლებენ.

onalem

ტესტ