fbpx
საზოგადოება

შემზარავი ამბავი ათენში: 58 წლის ქალი 7 ივლისს გარდაცვლილი დედის ცხედარს კარადაში ინახავდა

შემთხვევა, რომელიც ათენში, კერძოდ კი, კალითეაში მოხდა, შოკისმომგვრელია. ირკვევა, რომ ერთ-ერთ ბინაში, კარადაში აღმოაჩინეს 92 წლის ქალი, რომელიც მინიმუმ სამი კვირის წინ არის გარდაცვლილი. მისმა 58 წლის ქალიშვილმა გადაწყვიტა, რომ ცხედარი სწორედ იქ დაემალა.

გავრცელებულმა ამბავმა საზოგადოება შეძრა. მეზობლები ჰყვებიან, რომ 58 წლის ქალი მთელი ცხოვრების მანძილზე მამის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო. იხსენებენ ძალიან ბევრ შემთხვევას, როდესაც მამაკაცი საკუთარ შვილს სასტიკად უსწორდებოდა. დედა კი მთელი ამ წლების მანძილზე დუმდა.

ირკვევა, რომ 58 წლის ქალი ბოლო პერიოდში როდოსზე გადავიდა საცხოვრებლად და იქ მუშაობდა. ის ათენში მაშინ დაბრუნდა, როცა უთხრეს, რომ მამამისი გარდაიცვალა. მეზობლები ამბობენ, რომ ხშირად ხატავდა გულებს სახლის გარე კედლებზე და აივნის ერთ კუთხეში საათობით იჯდა. ისინი იმასაც იხსენებენ, რომ დედასთან ჩხუბობდა და სახლიდანაც აგდებდა ხოლმე.

მას შემდეგ, რაც კარადაში ქალის ცხედარი იპოვეს, მას ჰკითხეს, რატომ არავის შეატყობინა მისი სიკვდილის შესახებ, რაზეც უპასუხა, რომ დედა 7 ივლისს გარდაეცვალა, თუმცა, დაკრძალვის თანხები არ ჰქონდა, რის გამოც, გადაწყვიტა, რომ ცხედარი კარადაში დაედო.

გადაწყდა, რომ 58 წლის ქალს ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსებენ.

 

onalem

ტესტ