fbpx
საბერძნეთი

სულისშემძვრელი კადრები: გარდაცვლილ მიგრანტთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა – ჩაძირულ გემზე ასობით ადამიანი იმყოფებოდა

პილოდან გავრცელებული კადრები, უბრალოდ, სულისშემძვრელია. სამწუხაროდ, გარდაცვლილ მიგრანტთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა და არსებობს შიში, რომ კიდევ გაიზრდება. წყლიდან ნელ-ნელა ამოჰყავთ ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქვეყანას გამოქცეულები, გემის ჩაძირვას ემსხვერპლნენ, უმეტესობამ ცურვა არ იცოდა, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კატასტროფის დროს ზღვა საკმაოდ ღელავდა.

ირკვევა, რომ როდესაც გემის ძრავამ მუშაობა შეწყვიტა, მგზავრები პანიკაში ჩაცვივდნენ, ერთ მხარეს ბევრმა მათგანმა მოიყარა თავი და ვინაიდან წონასწორობა დაიკარგა, გადატრიალდა. არსებობს ვარაუდი, რომ ბორტზე ასობით ადამიანი იმყოფებოდა და უკიდურესად აჭარბებდა დასაშვებ რაოდენობას.

ვრცელდება ცნობები, რომ იგივე მარშრუტს ბოლო 2-3 წელია ხშირად ასრულებენ მსგავსი ტიპის სათევზაო გემები, რომლებსაც ერთად 300, 400 და ზოგჯერ 500 ადამიანიც კი გადაჰყავთ.

აღსანიშნავია, რომ კალამატაში ჩავიდა საბერძნეთის პრეზიდენტი, ეკატერინი საკელაროპულოც.

onalem

ტესტ