fbpx
საბერძნეთი

“ვინც ამ ადამიანს ავადმყოფად გამოიყვანს, ჩემთან დაპირისპირება მოუწევს” – ცნობილი ფსიქიატრი ილიას მიხაზე

ტელეკომპანია STAR-ზე ისაუბრა ცნობილმა ფსიქიატრმა, დიმიტრის სურამ, რომელმაც არ დამალა საკუთარი ემოციები და პოზიცია 53 წლის ილიას მიხასთან მიმართებაში, რომელსაც 12 წლის გოგონაზე ძალადობა და მისი პროსტიტუციაში ჩაბმა ედება ბრალად.

“არ არსებობს ავადმყოფობა. ის არის მონსტრი, მხეცი, სექსუალურად ანომალი, არანორმალური, გარყვნილი, ნაძირალა. თუ ვინმე გაბედავს, რომ ეს ადამიანი ავადმყოფად გამოიყვანოს, ჩემთან დაპირისპირებას მოუწევს და ამჯერად არ ვიქნები მხოლოდ მე, ბევრნი ვართ. არ არსებობს დაავადება, სექსუალურ გარყვნილებას არ აქვს დაავადება, ადამიანის და ბავშვის უფლებების ბოროტად გამოყენება არ არის დაავადება. ის არის ანთროპომორფული ურჩხული, სექსუალურად გარყვნილი ნაძირალა,” აცხადებს ბატონი სურა.

ცნობილმა ფსიქიატრმა ხაზგასმით განაცხადა, რომ არავინ უნდა გაბედოს ილიას მიხასთვის ფისიქიკური დაავადების დამადასტურებელი ცნობის აღება, მისი სასჯელის შესამსუბუქებლად.

onalem

ტესტ