fbpx
საბერძნეთი

50 პროდუქტი, რომელთა ფასის ზრდაც საბერძნეთში ნულოვანი ან მინიმალური იქნება – ნახეთ დეტალები

განვითარებისა და ინვესტიციების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საბერძნეთში დადგინდა პროდუქტების რაოდენობა და სახეობები, რომელთა ფასებსაც მსოფლიოში გაბატონებული კრიზისის ფონზე, ან საერთოდ არ შეეხებათ ზრდა ან თუ შეეხებათ, ეს იქნება მინიმალური.

მთავრობის მიერ მიღებულ აღნიშნულ ზომას დაერქვა “საყოფაცხოვრებო კალათი”, რომელშიც შედის პირველადი მოხმარების პროდუქტები, რომლებიც ყველა სახლში გადაუდებლად საჭიროა და მათი ფასების ზრდა ოჯახების ჯიბეზე განსაკუთრებულად აისახება.

აღნიშნულ სიაში შედის: ბრინჯი, ყავა, ტოსტის პური, ორცხობილა, მაკარონები, გაყინული თევზი, ღორის ხორცი (შეფუთული), იოგურტი, რძე, ყველი, კვერცხი, მარგარინი, შაქარი, ბავშვის საკვები, ჩაი, გვირილა, ხილის წვენები, ძეხვეული, კაკაო, შოკოლადი, წყალი, ზეითუნის ზეთი.

ასევე, მოხსენიებულია სამზარეულოს ქაღალდი, სარეცხი საშუალებები, ტუალეტის ქაღალი, საფენები, საპონი, შინაური ცხოველების (ძაღლი/კატა) საკვები და ა.შ.

შესაბამისად, მიღებული ზომის ფარგლებში მოსახლეობას შეეძლება, რომ ყველა აღნიშნული პროდუქტი იგივე ფასში შეიძინოს ან თუ მათი ფასი გაიზარდა, ზრდა იქნება მიზერული და ხარჯებში არ იქნება დიდი განსხვავება.

onalem

ტესტ