fbpx
საბერძნეთი

წვიმა, ქარი და ტემპერატურის ვარდნა საბერძნეთში – ნახეთ ხვალინდელი პროგნოზი

როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობდნენ, დღეიდან საბერძნეთის კონკრეტულ ნაწილში ამინდი გაუარესდა და რამდენიმე რეგიონში პრობლემებიც შექმნა. კლიმატური ფენომენი ხვალაც, 12 ოქტომბერსაც შენარჩუნდება და ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ღრუბლიანობა და პერიოდული წვიმა.

ნალექი ძირითადად ნავარაუდევია იონიის ზღვაში და დასავლეთით მდებარე რეგიონებში, პელოპონისოსა და დასავლეთ კრეტაზე, შეზღუდული იქნება ხილვადობაც. ტემპერატურა შედარებით დაეცემა საბერძნეთის ჩრდილოეთით.

ატიკის რეგიონში მოსალოდნელია ღრუბლიანობა, ჩრდილოეთ ნაწილში არსებობს წვიმის შესაძლებლობა, თუმცა, საუბარია მცირე რაოდენობის ნალექის მოსვლაზე და რეგიონს ეს პრობლემებს არ შეუქმნის. ტემპერატურა 18-დან 26 გრადუსამდე იმერყევებს.

თესალონიკშიც ასევე მოსალოდნელია ღრუბლიანობა, ქალაქის ჩრდილოეთით იწვიმებს პერიოდულად, შეზღუდული იქნება ხილვადობა დილისა და საღამოს საათებში, ჰაერი კი, მაქსიმუმ 21 გრადუსამდე გათბება.

onalem

ტესტ