fbpx
საბერძნეთიფინანსები

2023 წლის იანვრიდან საბერძნეთში მინიმალური ხელფასი იზრდება

შრომის მინისტრის, კოსტის ხაძიდაკის ინფორმაციით, საბერძნეთის მთავრობა მომდევნო წლიდან მინიმალური ხელფასის კიდევ ერთხელ გაზრდას გეგმავს. ის ადასტურებს, რომ 2023 წლიდან 713 ევროიანი ბარიერი კიდევ აიწევს.

მისი განცხადების მიხედვით, შრომის სამინისტრო მიმდინარე წელში ყველა შესაბამის პროცესს დაასრულებს და გაკეთდება განცხადებები, თუ რამდენით მოიმატებს მინიმალური ხელფასი.

2022 წლის პირველი მაისიდან ხელფასი 8 საათიან განაკვეთზე 663 ევროდან 713 ევრომდე გაიზარდა, სწორედ მაშინ, როცა პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკიმ ამის შესახებ დააანონსა, დასძინა, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ მოიმატებდა მომდევნო წლიდან.

713 ევროში შედის სახელმწიფო დაზღვევაც, შესაბამისად, ხელფასის ახალი რაოდენობა, რომელიც, სავარაუდოდ, იანვრიდან გამოცხადდება, კვლავ შერეული იქნება ანუ თანხაში შევა როგორც სუფთა ხელზე აღებული ხელფასი, ასევე IKA.

არც შრომის და არც ფინანსთა სამინისტროები ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუ დაახლოებით მაინც რამდენი ევრო იქნება მატება.

onalem

ტესტ