fbpx
საბერძნეთი

დღეიდან: ვაქცინაციის სერთიფიკატებსა და ტესტის პასუხებს საზღვაო პოლიცია შეამოწმებს

დღეიდან, 15 ივლისიდან, საბერძნეთში სამოგზაუროდ წასვლის მსურველებს საზღვაო პოლიციის ოფიცრები შეამოწმებენ. რას ნიშნავს ეს?!

როგორც უკვე ცნობილია, კუნძულების მიმართულებით გადასაადგილებლად საჭიროა გარკვეული დოკუმენტების წარმოდგენა, გემზე ასვლამდე კი, ხდება მათი შემოწმება. აქამდე სერთიფიკატებსა და ტესტის პასუხებს ამოწმებდნენ თავად ბორტზე მომუშავე თანამშრომლები, თუმცა, ამიერიდან ამ საქმეში საზღვაო პოლიცია ჩაერთვება.

შეგახსენებთ, რომ თუკი ზაფხულის მანძილზე სადმე გამგზავრებას აპირებთ, უმჯობესი იქნება გემის გასვლამდე მინიმუმ საათნახევრით ადრე გამოცხადდეთ ადგილზე, ვინაიდან დოკუმენტების შემოწმების გამო შექმნილია გრძელი რიგები.

გარდა ვაქცინაციის სერთიფიკატის ან ტესტის უარყოფითი პასუხის გარდა, გამოგზავრებამდე 1 დღით ადრე უნდა შეავსოთ სპეციალური ფორმაც, რომელიც მოცემულია აქ: https://www.gov.gr/ipiresies/ugeia-kai-pronoia/koronoios-covid-19/elektronike-delose-ugeias-gia-ten-aktoploia

onalem

ტესტ