fbpx
საბერძნეთი

18 წლიანი ქორწინების შემდეგ დესპინა ვანდი და დემის ნიკოლაიდი დაშორდნენ

ეს ამბავი ბომბივით გასკდა ბერძნული შოუბიზნესის სფეროში. 18 წლიანი ქორწინების შემდეგ ცნობილი მომღერალი, დესპინა ვანდი და მისი მეუღლე, დემის ნიკოლაიდი დაშორდნენ.

აღნიშნულის შესახებ ვანდის მენეჯერმა, გიორგოს არსენაკომ გაავრცელა ინფორმაცია.

“18 წლის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ქორწინება დაგვესრულებინა. ჩვენი აბსოლუტური პრიორიტეტი ახლა შვილებზე ზრუნვა და მათი დაცვაა. გთხოვთ, პატივი სცეთ ჩვენს გადაწყვეტილებას და ჩვენს პრიორიტეტებს,” – ვანდი & ნიკოლაიდი.

დიდი ხნის განმავლობაში მომღერლის ბევრმა თაყვანისმცემელმა შეამჩნია, რომ მიუხედავად სოციალურ ქსელში აქტიურობისა, ვანდი აღარ აქვეყნებდა რაიმე საერთოს თავის მეუღლესთან. გარკვეული წყაროების მიხედვით კი, მათ ურთიერთობაში დიდი ხნის მანძილზე იყო კრიზისი.

ვანდი და ნიკოლაიდი 2003 წლის 17 ივნისს დაქორწინდნენ და ორი შვილი ჰყავთ, მელინა და გიორგო.

მომღერალი ქალიშვილთან ერთად.

 

onalem

ტესტ