fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთის მოქალაქეობა სამ იმიგრანტს, რომელმაც მატის ხანძრის დროს ხალხი გადაარჩინა

სამი იმიგრანტი, რომელმაც აღმოსავლეთ ატიკის ხანძრის დროს, მატიში ხალხი სიკვდილს გადაარჩინა, საბერძნეთის მოქალაქეობას ელის. მათგან ორი ეგვიპტელია, ხოლო ერთი ალბანელი. ისინი ხანძრის ეპიცენტრში, თავიანთ კოლეგებთან ერთად, დაუყოვნებლივ გაემართნენ.

სწორედ ზემოაღნიშნულის გამო შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ სამოქალაქო სამდივნოს სპეციალური მობილიზება მოხდა.

მატიში ვიზიტისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფომ სამივე მიგრანტის ქმედება უნდა დააფასოს და მათ მოქალაქეობა მიანიჭოს.

უკვე შემუშავდა წინადადება მათ საპატიო ნატურალიზაციასთან დაკავშირებით, რადგან როგორც აღნიშნეს, საბერძნეთს ფასდაუდებელი სამსახური გაუწიეს.

ორი ეგვიპტელი და ერთი ალბანელი, რომელიც მოქალაქეობას მიიღებს, აქამდე საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრობდა.

onalem

ტესტ