fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ალბანელ მამაკაცს ბუღაცების მოპარვისთვის 4 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

თესალონიკის სასამართლომ 60 წლის ალბანელ მამაკაცს ქურდობისთვის 4 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

როგორც ირკვევა, მან სუპერმარკეტიდან 7 გაყინული ბუღაცა მოიპარა, შემდეგ კი, ადგილზე მისულ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, როცა მის დაკავებას ცდილობდნენ.

ფაქტობრივად, მისი “ნაქურდალი” 15,26 ევროსი იყო, სასამართლომ არ გაითვალისწინა შემამსუბუქებელი გარემოებები და გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელიც მან ადვოკატის დახმარებით გაასაჩივრა და ამ დროისთვის თავისუფალია, ვიდრე მეორე პროცესი შედგება.

ცნობილი გახდა, რომ ემიგრანტი მამაკაცი ბოლო 25 წელი ყველის ქარხანაში პატიოსნად მუშაობს და ამას ადასტურებს მისი უფროსიც, არასოდეს ჩაუდენია დანაშაული არც სამსახურეობრივ პირობებში და არც მის გარეთ, ხოლო ქურდობას ჯანმრთელობის იმ პრობლემებით ასაბუთებს, რომლებიც ბოლო პერიოდში შეექმნა და ამბობს, რომ ვერ გათვალა თანხის ის რაოდენობა, რაც სალაროსთან აღებულ პროდუქტებში უნდა გადაეხადა.

onalem

ტესტ