fbpx
საბერძნეთი

დახმარება საბერძნეთის სახელმწიფოსგან პროდუქტების შეძენისას – განაცხადს Gov.gr-იდან შევავსებთ

როგორც უკვე ცნობილია, თებერვლიდან ამოქმედდება სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტების შეძენისას გადასახდელი თანხის 10%-ის დაფარვას. ზუსტი თარიღი, თუ როდის გაიხსნება სისტემა, განაცხადების შესავსებად უცნობია, თუმცა, ეს სავარაუდოდ თებერვლის პირველ რიცხვებში უნდა მოხდეს.

სუპერმარკეტებში, ხორცის მაღაზიებში, საცხობებსა და თევზის მაღაზიებში ათვლა მოხდება თებერვლის თვიდან და მომდევნო 6 თვის მანძილზე, ანუ ივლისის ჩათვლით, შეძენილი პროდუქტების ღირებულების 10% დაიფარება სახელმწიფოს მიერ.

განაცხადების შევსება მოხდება Gov.gr-იდან და თანხა დაირიცხება ხოლმე თვის დასაწყისში. რა თქმა უნდა, განაცხადის შევსებას ყველა ერთდროულად ვერ შეძლებს და მნიშვნელობა ექნება იმას, თუ რა ციფრით მთავრდება თქვენი ΑΦΜ.

როდესაც სისტემა გაიხსნება, იმისთვის, რომ განაცხადი გააკეთოთ, აუცილებელია გქონდეთ Taxisnet-ის კოდები, იგივე კლიდარითმო.

 

onalem

ტესტ