fbpx
საბერძნეთი

თესალონიკში ემიგრანტების გადმოყვანისას დაღუპული მამაკაცი საქართველოს მოქალაქეა

თესალონიკში, ლაგადას ტერიტორიაზე  მომხდარ ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაშავებულია. როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქეს ემიგრანტები საბერძნეთში უკანონოდ შემოჰყავდა, რა დროსაც სხვა მანქანას დაეჯახა და ფატალური დაზიანებების შედეგად, ადგილზე დაიღუპა.

საქართველოს მოქალაქე 33 წლის იყო. მასთან ერთად გარდაიცვალა კიდევ ორი მგზავრი, რომლის გადმოყვანასაც ის ცდილობდა.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, არცერთ მათგანს არ ჰქონდა საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების დამადასტურებელი საბუთები.

ადგილზე საჭირო გახდა მეხანძრეთა მობილიზება, რათა დაშავებულები მანქანიდან გადმოეყვანათ.

 

 

onalem

ტესტ