fbpx
საბერძნეთი

“ვიტოვებ თქვენს სიყვარულს, 4 თვის შემდეგ ვუბრუნდები ჩემს ცხოვრებას” – სოტირის ციოდრასი საზოგადოებას გამოემშვიდობა

სოტირის ციოდრასი – ადამიანი, რომელმაც საბერძნეთი, ფაქტობრივად, დიდი კატასტროფისგან იხსნა, საზოგადოებას გამოემშვიდობა. მას აღარ ვიხილავთ ეკრანებზე საღამოს 18:00 საათზე, როგორც ყოველთვის. დიდებული პროფესორი ემოციური სიტყვით გამოვიდა და ბოლოს განაცხადა, რომ ახლა მონაცემები კვირაში მხოლოდ ერთხელ, წერილობითი სახით გამოქვეყნდება.

“ყოველთვის სიმართლეს გეუბნებოდით, სიმართლე ვერ გახდება ტყუილი და ტყუილი სიმართლე. 4 თვის შემდეგ, მე ვუბრუნდები ჩემს ყოველდღიურობას, ჩემს პაციენტებს, ჩემს სტუდენტებს და მოვალეობებს. თუმცა, გავაგრძელებ დახმარებას.

ყოველდღიურ ცხოვრებაში დაბრუნება დაიწყო, მაგრამ დიდი სიფრთხილით. ვირუსი აგრძელებს არსებობას და ვრცელდება ძალიან მარტივად. როცა გაქვთ სიმპტომები, უნდა შემოწმდეთ.”

ვიტოვებ თქვენს სიყვარულს.”

ციოდრასი საზოგადოებას ოდისეას ელიტის სიტყვებით გამოემშვიდობა: “ბედნიერების საიდუმლო სიმარტივეშია.”

ამრიგად, სოტირის ციოდრასსა და ნიკოს ხარდალიასს ტელეეკრანებზე ვეღარ ვიხილავთ და 31 მაისის ჩათვლით, კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებზე ინფორმაცია კვირაში ერთხელ, წერილობითი სახით გავრცელდება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

შეგახსენებთ, რომ სოტირის ციოდრასი არის ინფექციონისტი, მსოფლიო დონის მეცნიერი და ადამიანი, რომელსაც პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ ანდო მოსახლეობის ბედი. მისი და კიდევ სხვა პროფესიონალების გამოცდილებისა და ცოდნის საფუძველზე იქნა მიღებული გადაწყვეტილებები, რომელთა დახმარებითაც საბერძნეთი წარმოუდგენელი წარმატებით გამოვიდა კორონავირუსის კრიზისიდან. ქვეყანა არათუ ევროპის, არამედ მაგალითია მთელი მსოფლიოსთვის.

onalem

ტესტ