fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთში კიდევ ერთი დამლაგებელი დააპატიმრეს – ის 13 შვილის დედაა

დაუჯერებელია, მაგრამ ქალს 13 შვილი ჰყავს და 8 წლიანი პატიმრობა ელის, რადგან მან, ისევე როგორც დიმიტრა ციადაკიმ, სკოლის ატესტატი გააყალბა. ქალი იოანინაში დამლაგებლად მუშაობს და შვილების რჩენისთვის მას სამსახური სჭირდებოდა, სწორედ ამიტომ მიმართა ამ გზას.

გავრცელებული ინფორმაციით, მისი 13 შვილიდან 5 მცირეწლოვანია.

ქალი იოანინას განყოფილებაშია დაკავებული.

მისი ატესტატის მიხედვით, დაწყებითი სკოლა 1981 წელს ჰქონდა დასრულებული, თუმცა, რეალურად მან 1980 წელს დაასრულა.

დამლაგებლის საქმეზე სასამართლო პროცესი 5 მარტს არის ჩანიშნული.

 

onalem

ტესტ