fbpx
საბერძნეთი

მარტის დასაწყისიდან საბერძნეთში 1.500 პროდუქტი გაიაფდება – კირიაკოს მიცოტაკის განცხადება

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკიმ მინისტრთა საბჭოზე იმ ზომებზე ისაუბრა, რომელთა მიღების შედეგადაც საბერძნეთში მარტის პირველი რიცხვებიდან ასობით პროდუქტი გაიაფდება, უფრო სწორად რომ ვთქვათ, დაუბრუნდება საწყის ფასებს.

პრემიერის განცხადებით, საუბარია 1,500-მდე პროდუქტზე, რომელთა შეძენაც პირვანდელი ფასებით იქნება შესაძლებელი და ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა ორიენტირებული უნდა იყოს ეკონომიკის, მდგრადი განვითარების, განკარგვადი შემოსავლის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხებზე.

“ინტერვენციების შედეგები გამოჩნდება ნელ-ნელა, რადგან ეს არის ღრმა სტრუქტურული ინტერვენცია ბაზრის ფუნქციონირების გზაზე. თუმცა, პირველი შეფასებები საკმაოდ ოპტიმისტური და გამამხნევებელია და ველოდებით, რომ პროდუქტების ფასები დაუბრუნდეს საწყის მაჩვენებელს – ვიმეორებ, რომ მარტის დასაწყისიდან 1,500-სზე მეტი პროდუქტი გაიაფდება. 

რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მოსახლეობის შემოსავლის გასაზრდელად, ერთის მხრივ პენსიების, მეორეს მხრივ კი, ხელფასების ზრდის საშუალებით.

1-ლი აპრილიდან, როგორც უკვე იცით, საბერძნეთში მინიმალური ხელფასი იზრდება და ჩვენი მთავრობის პირობებში ზრდა განხორციელდა რამდენიმეჯერ. ეს არის ჩვენი პასუხი ინფლაციისა და სიძვირის ტალღაზე, თუმცა, ზომები ხორციელდება არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე,” აცხადებს მიცოტაკი.

onalem

ტესტ