fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ვაქცინის მე-4 დოზის მიღება ოფიციალურად დამტკიცდა – ვის ეხება?!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ექსპერტთა საბჭომ დაამტკიცა ვაქცინის მე-4 დოზის მიღების რეკომენდაცია საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის.

კერძოდ, საბერძნეთში ვაქცინის მე-4 დოზის მიღების რეკომენდაცია დამტკიცდა მხოლოდ მათთვის, ვისაც აქვს იმუნოდეფიციტის პრობლემა.

ვაქცინის მე-4 დოზის გაკეთება შესაძლებელია მე-3, გამაძლიერებელი დოზის მიღებიდან 3-6 თვეში. იმუნოდეფიციტის მქონე პირებისთვის აღნიშნული დოზა ანტისხეულებით გაძლიერების და დაცვის უმაღლეს დონეს დონეს უზრუნველყოფს.

მარიოს თემისტოკლეუს განცხადებით, სრულ მოსახლეობაზე მე-4 დოზის რეკომენდაცია დამტკიცებული არ არის, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანებს.

“ჩვენ არ გვაქვს ავტომატური ჯადოსნური ჯოხი, რომლითაც პანდემიას დავასრულებთ. არ გავიღვიძებთ ერთ დღეს და არ ვიტყვით, რომ ვირუსი აქ აღარ არის.

მოვლენების ბუნებრივი განვითარების გზა შემდეგია, რომ პანდემია აღარ იქნება ასეთი სახიფათო, ის გახდება სრულად ინტეგრირებული ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისევე როგორც სხვა დაავადებები, მაგალითად: გრიპი,” აცხადებს თემისტოკლეუ.

წინასწარი ცნობებით, დღეს კორონავირუსით ინფიცირების 35.000-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება, რაც ნიშნავს, რომ ჯერჯერობით შეინიშნება გარკვეული სტაბილიზაცია.

onalem

ტესტ