fbpx
საბერძნეთი

კრეტა: თაღლითებმა ეკლესიისგან 9.000 ევრო მოიპარეს, რომელიც გაჭირვებულებისთვის იყო განკუთვნილი

წარმოუდგენელი შემთხვევა კრეტაზე მოხდა, სადაც თაღლითებმა ეკლესიისგან დიდი რაოდენობის თანხა მოიპარეს, მოხერხებული გზით.

როგორც ირკვევა, აგია ტრიადას ეკლესიის მიერ შეგროვებული იყო ათასობით ევრო, რომელიც გაჭირვებულებს უნდა მოხმარებოდათ. სწორედ ეს თანხა გახდა თაღლითების სამიზნე.

სასულიერო პირის საჩივრის მიხედვით, გუშინ უცნობი პირისგან მიიღო სატელეფონო ზარი. მამაკაცი ეუბნებოდა, რომ სურვილი ჰქონდა 10.000 ევრო გადაერიცხა, შემოწირულობის სახით. ვინაიდან მღვდელმა მიიღო შეთავაზება, მის ტელეფონზე გაუგზავნეს მესიჯი, რომელიც შეიცავდა კონკრეტულ ბმულს. სასულიერო პირი მოტყუვდა, ბმულზე გადავიდა, რის შედეგადაც თაღლითებს წვდომა მიეცათ საბანკო ანგარიშის მონაცემებზე.

როგორც ირკვევა, ვიდრე სასულიერო პირმა თაღლითობა გააცნობიერა, დამნაშავეებმა სამი ტრანზაქცია განახორციელეს და ჯამში 9.000 ევრო მოიპარეს საბანკო ანგარიშიდან.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, კიბერდანაშაულის განყოფილების მიერ.

 

 

onalem

ტესტ