fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“საბერძნეთში მომდევნო მიწისძვრებს ველით, შანსი 80%-ია” – ათენის ობსერვატორიის ხელმძღვანელი

მას შემდეგ, რაც დღეს ათენთან ახლოს, გალაქსიდის ტერიტორიაზე 5.2 და 5.3 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა, ათენის ეროვნული ობსერვატორია დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. გერასიმოს პაპადოპულოს თქმით, სეისმური ბიძგები კიდევ მოსალოდნელია.

“ვიმედოვნებთ, რომ ეს ბოლო 24 საათის მანძილზე ყველაზე ძლიერი სეისმური ბიძგი იყო. თუმცა, არც თუ ისე მცირე ძალის მიწისძვრის ფონზე, ბიძგებს კიდევ ველით. პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ როგორც ცნობილია, გალაქსიდის ტერიტორია სეისმურად საკმაოდ აქტიურია.”

აღსანიშნავია, რომ ექსპერტები თებერვალში აკეთებდნენ განცხადებებს, რომელთა მიხედვითაც დასავლეთ საბერძნეთში იმის შანსი, რომ 6 ბალზე ძლიერი მიწისძვრა მოხდება, 80%-ია.

“ჩვენი კედლები ძალიან ძლიერია. მოსახლეობას არ უნდა ეშინოდეს, კარგი რეგულაციები გვაქვს და ეს აუცილებლად უნდა ვთქვა, თუმცა, ასევე აუცილებელია, რომ გეიდინამიკური ინსტიტუტის პროგნოზებს ვუსმინოთ. ხალხი აუცილებლად უნდა იყოს ინფორმირებული და მზად ყველაფრისთვის,” აცხადებს აკის ცელენტისი.

onalem

ტესტ