fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთში მცხოვრებ მოსახლეობას დღეს ერთი საათით სინათლის ჩაქრობისკენ მოუწოდებენ

როგორც უკვე ცნობილია, დღეს მსოფლიოში “დედამიწის საათს” აღნიშნავენ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თითოეული ქვეყნის მოსახლეობა საღამოს 20:30 საათიდან 21:30 საათამდეე დენს გათიშავს. გამონაკლისი არც საბერძნეთია, სადაც გარემოს დაცვის ორგანიზაციები ოჯახებს მოუწოდებენ, მიიღონ მონაწილეობა საკუთარ პლანეტაზე ზრუნვაში და ყველანაირი მოწყობილობა, რომელიც დენს წვავს, ერთი საათით გათიშონ.

პარიზში, ჰონგ კონგში, კრემლში, ათენში, კანადაში, სიდნეიში ჩაქვრება ისეთი ღირშესანიშნაობები, როგორებიცაა აკროპოლი, ნიაგარას ჩანჩქერი, ბურჯ ხალიფა, ოპერის თეატრი, სხვადასხვა ცათამბრჯენები, ეიფელის კოშკი და ა.შ.

აღნიშნული ქმედება ხელს შეუწყობს დედამიწაზე ზრუნვას და ისეთი პროცესების შემსუბუქებას, რომელიც პირდაპირ ახდენს ნეგატიურ გავლენას ჩვენს ყოველღიურ ცხოვრებაში.

 

onalem

ტესტ