fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის კუნძულები “გაცოცხლდნენ” – ტურისტები მიკონოს, კერკირას, კრეტას, პაროსსა და სანტორინს ეწვივნენ

ტურიზმის გახსნის პირველივე დღესვე საბერძნეთში ტურისტები შემოვიდნენ. ფაქტობრივად, ქვეყნის კუნძულები კვლავ “გაცოცხლდნენ” და ბიზნესის მფლობელები დიდი ოპტიმიზმითა და სიხარულით არიან სავსე.

ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოსულ ვიზიტორებს აქვთ ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი ან ცნობა, სადაც წერია, რომ გადატანილი აქვთ ვირუსი.

ირკვევა, რომ მიკონოსის ვიწრო ზღაპრული ქუჩები უკვე ხალხით აივსო, ბევრი ტურისტია სანტორინზე, პაროსზე, კერკირასა და კრეტაზეც.

onalem

ტესტ