fbpx
საბერძნეთი

რა ბედი ეწევა ზამთრის ფასდაკლებების?! დაკეტილი მაღაზიები და მათი ზარალი

გამომდინარე იქიდან, რომ 11 იანვრამდე საბერძნეთში მაღაზიები არანაირი მეთოდით არ მუშაობენ, გაჩნდა კითხვა, რა ბედი ეწევა ზამთრის ფასდაკლებებს, რომელთაც მოუთმენლად ელის როგორც მოსახლეობა, ასევე თავად სავაჭრო ბიზნესი.

ირკვევა, რომ უეცარი დაკეტვის გამო ზარალი კიდევ უფრო გაიზარდა და ახლა მაღაზიები იგივე რეჟიმში ვერ იმუშავებენ.

სავაჭრო გაერთიანების პრეზიდენტი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, მთავრობისგან მოითხოვენ ნებართვას, გადაიდოს ზამთრის ფასდაკლებების დაწყების თარიღი, რადგან ამ ეტაპზე შეუძლებელია ორგანიზებული მუშაობა.

მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებები მომდევნო კვირის მანძილზე მიიღება და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, როდის დაიწყება ზამთრის დიდი ფასდაკლებები.

onalem

ტესტ