fbpx
საბერძნეთი

დამატებითი ზომები – რა წესებით იხსნება საბერძნეთში სკოლები 11 იანვრიდან?!

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 11 იანვრიდან ბავშვები სკოლებში დაბრუნდებიან, მაგრამ დაცული იქნება უმკაცრესი ზომები.

მუშაობას იწყებს ყველა საფეხურის სკოლა, იქნება ეს დაწყებითი, საშუალო თუ უმაღლესი. ასევე, გაიხსნება საბავშვო ბაღები.

კერძოდ, მაღალი კლასის მოსწავლეებს (ლიკიო) სკოლებში ჩაუტარდებათ ტესტები კორონავირუსზე. ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც აუცილებელია იცოდნენ როგორც მოსწავლეებმა, ასევე მათმა მშობლებმა.

განიხილება საკითხი, რომ სწრაფი ტესტები ჩატარდეს საშუალო კლასის მოსწავლეებს შორისაც (გიმნასიო).

რაც შეეხება დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, მათი სკოლებიდან წასვლა უნდა მოხდეს ეტაპობრივად, კონკრეტული დროის ინტერვალით. ვინაიდან მათ აკითხავენ მშობლები, თავიდან უნდა იქნეს არიდებული ხალხმრავლობა.

onalem

ტესტ