fbpx
საბერძნეთი

დრამატული მდგომარეობა ამფისაში – უკონტროლო ხანძარი და შეტყობინება მოსახლეობას

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ამფისაში, ხანძრის თვალსაზრისით, დრამატული მდგომარეობა ფიქსირდება. როგორც ირკვევა, ხანძარი აბსოლუტურად უკონტროლოა და ძლიერი ქარიდან გამომდინარე იტეასკენ ვრცელდება.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მობილიზებულია უამრავი სახანძრო ბრიგადა და მაშველები თავდაუზოგავად იბრძვიან, ჩნდება უამრავი ახალი კერა, რასაც ქარი უწყობს ხელს.

რამდენიმე წუთის წინ სამოქალაქო დაცვის სამინისტრომ მოითხოვა, რომ იტეას მოსახლეობას გაეგზავნოს შეტყობინება, რომ მზად იყვნენ ტერიტორიის დასატოვებლად, თუ ეს საჭირო გახდება.

ნახეთ კადრები ადგილიდან:

onalem

ტესტ