fbpx
საბერძნეთი

ხვალიდან კლიმატური ფენომენი, Elias, ატიკის რეგიონში, შესაბამისად, ათენშიც გადმოინაცვლებს

კლიმატურმა ფენომენმა, რომელიც საბერძნეთს გასულ 24 საათში დაატყდა თავს, სერიოზული პრობლემები გამოიწვია რამდენიმე რეგიონში, განსაკუთრებით დიდი რაოდენობის წვიმისა და სეტყვის გამო. ზარალი გამოწვეულია ახაიასა და იპიროში, ასევე, იოანინაში.

უამინდობის აღნიშნული ტალღა მოსალოდნელია, რომ შენარჩუნდეს ხუთშაბათამდე, ხოლო ატიკის რეგიონს, შესაბამისად, ათენსაც, თავს ხვალიდან დაატყდება და ორი დღის მანძილზე მოსალოდნელია ნალექი. სინოპტიკოსთა პროგნოზით, ყველაზე რთული დღე იქნება ხვალ, ოთხშაბათს.

დღეს, 26 სექტემბერს, ყველაზე დიდი რაოდენობის ნალექი მოსალოდნელია კეფალონიის, ლეფკადას, ეტოლოაკარნანიას, ევრიტანიას, ფთიოტიდას, ილიას, ახაიას, კარდიცასა და ტრიკალას ტერიტორიებზე.

ქვემოთ მოცემულია რუკა, რომელზეც ნაჩვენებია რეგიონები, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდება Elias-ისგან.

onalem

ტესტ