fbpx
საბერძნეთი

ყურადღება! სახელმწიფო უკან იხევს: აუცრელობისთვის 100 ევროიანი ჯარიმების გამოწერა წყდება

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, მინა გაგამ განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, საბერძნეთში 100 ევროიანი ჯარიმების გამოწერა, რომლებიც 60 წელს გადაცილებული აუცრელი პირებისთვის არის განსაზღვრული, უახლოეს მომავალში შეწყდება.

კერძოდ, დღეს გაგამ ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ზე განმარტა, რომ ზაფხულისთვის 60 წელს გადაცილებულ აუცრელ ადამიანებს აღარ ექნებათ ვალდებულება, რომ ჯარიმები გადაიხადონ. მისი შეფასებით, შესაძლებელია, რომ ჯარიმები აპრილის თვიდან აღარ გამოიწეროს.

ხაზი უნდა გავუსვათ, რომ არ იგულისხმება იმ ჯარიმების გაუქმება, რომლებიც უკვე გამოწერილია, არამედ, როდესაც ამასთან დაკავშირებით ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღება, აღარ გამოიწერება ახალი ჯარიმები კონკრეტული დროის შემდეგ.

“თუ კოვიდით ინფიცირების შემთხვევები შემცირდება დღეში 200-300-მდე, შესაძლებელია, რომ უფრო მეტი თავისუფლებისკენ წავიდეთ, მაგრამ ამ ეტაპამდე, რა თქმა უნდა, ჯერ არ ვართ მისული,” ამბობს ქ-ნ მინა.

დეტალური ინფორმაცია ვადებთან და პროცესთან დაკავშირებით მოგვიანებით გახდება ცნობილი, როდესაც სამინისტრო საბოლოო გადაწყვეტილებებს მიიღებს.

onalem

ტესტ