fbpx
საბერძნეთი

მოსალოდნელია თუ არა კიდევ დამატებითი შეზღუდვები საბერძნეთში? ნახეთ გეგმა

საბერძნეთის მთავრობის სპიკერმა, არისტოტელია პელონიმ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა და განმარტა, მოსალოდნელია თუ არა დამატებითი შემზღუდველი ზომების დაწესება.

როგორც უკვე ცნობილია, ვითარება განსაკუთრებით პრობლემატური არის კუნძულებზე: მიკონოს, იოს, პაროს, კრეტა და კიდევ რამდენიმე ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე, გაჩნდა კითხვა, ხომ არ დაწესდება მეტი აკრძალვა ან შეიზღუდება თუ არა აუცრელთა გადაადგილება კუნძულების მიმართულებით.

პელონიმ განმარტა, რომ ქვეყანაში და კონკრეტულად კუნძულებზე, არანაირი დამატებითი შემზღუდველი ზომები არ გამოცხადდება. როგორც ჩანს, ვითარება სტაბილურდება მიკონოზეც და ის მოსახლეობას უბრალოდ ზომების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებს.

“აუცილებელია სამი რამ: 1) ვატაროთ პირბადე. 2) დავიცვათ დისტანცია. 3) ვიჩქაროთ ვაქცინის გაკეთება. სხვა ამ დროისთვის კუნძულებისთვის არაფერი იგეგმება,” განაცხადა სპიკერმა.

ამრიგად, გადაადგილება კუნძულების მიმართულებით კვლავ იგივე გზით მოხდება, ვაქცინაციის სერთიფიკატით ან ტესტის უარყოფითი პასუხით (PCR ან Rapid), ხოლო დაბრუნებისას თვითტესტირების უარყოფითი შედეგით.

აუცრელებს არ ეკძრალებათ მოგზაურობა, ვინაიდან საკმარისია ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.

 

onalem

ტესტ