fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

დაპირისპირება ათენის ცენტრში ვაქცინის მოწინააღმდეგეთა და ანტიავტორიტარული დაჯგუფების წევრებს შორის

ბერძნული მედია ავრცელებს კადრებს, თუ რა ვითარება იყო გუშინ სინდაღმაზე, ათენის ცენტრში, სადაც თავდაპირველად ვაქცინის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ, აქციის გასამართად, ხოლო შემდეგ ეს ყველაფერი ანტიავტორიტარულ დაჯგუფებასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

როგორც მედია იუწყება, პოლიციამ რამდენიმე პირიც კი დააკავა. დაპირისპირების დროს გამოიყენეს ხელნაკეთი ბომბები, ქიმიკატები და წყლის ჭავლი.

დემონსტრანტებს ეკავათ როგორც სხვადასხვა ლოზუნგები, ასევე ჯვრები. ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდნენ სასულიერო პირებიც.

onalem

ტესტ