fbpx
საბერძნეთი

20 გრადუსისა და მზიანი ამინდის შემდეგ წვიმა საბერძნეთში – ამინდი კვირიდან იცვლება

დღეს მთელი საბერძნეთის მასშტაბით მზიანი ამინდია და კრეტაზე ტემპერატურა 23 გრადუსსაც კი მიაღწევს, არსებული პროგნოზებით. მიუხედავად ნამდვილი საგაზაფხულო შეგრძნებისა, ქვეყანაში სინოპტიკოსები კვირიდან ტემპერატურის ვარდნასა და წვიმას გვპირდებიან. ორშაბათს განსაკუთრებით გაძლიერდება ქარი ეგეოსის ზღვის ტერიტორიაზე.

როგორც მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, თავდაპირველად აღმოსავლეთ მაკედონიაში, თრაკისა და ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთით იწვიმებს, შემდეგ ფენომენი გავრცელდება დოდეკანესის ტერიტორიაზეც.

იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი, რომლის ძალაც 4-დან 6 ბალამდე იქნება, ხოლო ეგეოსის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 7 ბალამდე.

ტემპერატურა ქვეყნის მასშტაბით შედარებით დაიკლებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საგრძნობლად აცივდება, მხოლოდ დაუბრუნდება სეზონისთვის დამახასიათებელ მაჩვენებელს.

 

onalem

ტესტ