fbpx
საბერძნეთი

“მრცხვენია, რომ ცოცხალი ვარ, ბოდიში, რომ გადავრჩი” – 19 წლის გოგონა, რომელიც მეორე ვაგონში იყო და სასწაულებრივად გადარჩა

ტემპის ტრაგედიის მსხვერპლთა შესახებ საუბარი ჯერ კიდევ არ წყდება და სიტყვები არ არის საკმარისი იმ ტკივილის აღსაწერად, რასაც მათი ოჯახები და სრულიად ბერძნული საზოგადოება განიცდის. ამ ამბავს, მეორეს მხრივ, ჰყავს გადარჩენილებიც, რომლებსაც თავიანთი ძლიერი ფსიქიკური ტრამვა აქვთ მიღებული და ამ ყველაფრისგან “განკურნებას” ძალიან დიდი დრო დასჭირდება.

ტელეკომპანია ΑΝΤ-სთან ისაუბრა 19 წლის გოგონამ, ვასილიკიმ, რომელიც ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ ცოცხალი გადაურჩა ამ ფატალურ შეჯახებას. რთული წარმოსადგენია, მისი ფსიქიკური მდგომარეობა ამ სიტყვების თქმის ფონზე:

“თივადან თესალონიკში მივდიოდით. როდესაც აფეთქება და შეჯახება მოხდა, რესტორანში ანუ მეორე ვაგონში ვიყავით. ყველაფერი ჩვენკენ მოდიოდა, კიდევ ერთი ვაგონი დაგვეცა ზედ. გაგვიმართლა, რომ ვიპოვეთ ერთი ხვრელი, საიდანაც გამოვძვერით.

რა უნდა ვთქვა ბავშვებზე, რომლებიც შიგნით ისხდნენ?! მრცხვენია და ბოდიშს ვიხდი, ბოდიში, რომ ცოცხალი გადავრჩი,” ამბობს გოგონა.

“მე მრცხვენია ამ ქვეყანაში ცხოვრება, არავინ გამოვიდეს და არავინ ისაუბროს, არანაირი ბოდიში არ შეცვლის რეალობას და არ დაგვეხმარება. მაგრამ თუ ამ მდგომარეობას არ შევცვლით, ჩვენ ყველა მკვლელები ვიქნებით.

უკვე 8 დღეა, რაც არ მიძინია, როგორ სძინავთ სხვებს? მატარებლებს ვარდებს აყრიან, თითქოს, “ბუზუკებში” ვიყოთ. რვა დღეა, რაც ცოცხალ-მკვდარი ვარ. როგორც უნდა დავივიწყოთ ეს ყველაფერი?!” – ამატებს ვასილიკი.

onalem

ტესტ