fbpx
საბერძნეთი

“ტემპის ტრაგედია ღვთის სასჯელია, რომ სამდღიანი კარნავალი გამართეთ” – მიტროპოლიტ ამბროსიოს განცხადება, რომელმაც საზოგადოება გააღიზიანა

ყოფილი მიტროპოლიტის, ამბროსიოს მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა ბერძნულ საზოგადოებაში გაღიზიანება გამოიწვია. მის სიტყვებს უხამსობა უწოდეს, ვინაიდან სასულიერო პირი, ზოგადად, გამოირჩევა რასისტული შეხედულებებით.

“ტემპიში მომხდარი ტრაგიკული მოვლენები ღვთის სასჯელია, ეს არის სასჯელი ადამიანთა გადაჭარბებული უპატივცემულობისა და ჭარბი ცოდვების გამო, რომლებიც გასულ კარნავალს უკავშირდება. სამი დღის მანძილზე ჩადენილი ცოდვების შედეგია. კარნავალი მოაწყვეს არა მხოლოდ მთელ საბერძნეთში, არამედ, როგორც ვხვდები, ჩვენი პლანეტის ბევრ ნაწილში.

მაშასადამე, იქნებ, ტემპის ტრაგედია სწორედ ღვთის რისხვის გამოხატულებაა ეშმაკის ამ საზეიმო კარნავალზე?! ზოგადად, უნდა გამოვიკვლიოთ, რატომ ხდება სხვადასხვა სერიოზული კატასტროფული მოვლენები ბოლო დროს, მაგალითად: მიწისძვრები, მეწყერი, წყალდიდობა, ხანძარი და ა.შ. ეს ყველაფერი არის რისხვა იმის გამო, რომ ადამიანი განუდგა ღმერთს, განუდგა სათნოების გზას,” ამბობს ამბროსიო.

საზოგადოება მიიჩნევს, რომ მისი განცხადებები უადგილოა მაშინ, როდესაც უბედური შემთხვევის მსხვერპლთა ოჯახები ღრმა მწუხარებაში არიან, ხოლო გადარჩენილები ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ გამოჯანმრთელებას ცდილობენ.

onalem

ტესტ