fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

“გადაიხადეთ ბარათებით და არა მონეტებით” – ათენის ტრანსპორტის სამინისტროს მიმართვა მოსახლეობას

ათენის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელძღვანელობა მოსახლეობას თხოვნით და გაფრთხილებით მიმართავს. ΟΑΣΑ იტყობინება, რომ უმჯობესია გამოვიყენოთ ბარათით გადახდის სერვისი, როდესაც ბილეთის შეძენას დავაპირებთ.

ეს არის კიდევ ერთი ზომა, რომელსაც საბერძნეთი მიმართავს კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. მოსახლეობას ურჩევენ, არ გამოიყენონ მონეტები და ქაღალდის ბანკნოტები აპარატში ჩასაყრელად, არამედ ბილეთის საფასური გადაიხადონ ბარათით, თუ რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობა არსებობს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კორონავირუსის გამო ათენის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების ტენდენცია შემცირდა და ახლა მეტროთი, ავტობუსებითა და ტროლეიბუსებით 25%-30%-ით ნაკლები ადამიანი დადის.

 

onalem

ტესტ