fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ათენის საერთაშორისო აეროპორტში 25 წლის უცხოელი დააპატიმრეს

ათენის საერთაშორისო აეროპორტში საბერძნეთის პოლიციამ 25 წლის მამაკაცი დააპატიმრა. შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ მას კოკაინით სავსე პაკეტები გადაჰქონდა.

საბერძნეთში ნარკოტიკული საშუალების შემოტანაში ბრალდებული პირი ბრაზილიის მოქალაქეა. საერთო ჯამში, მას 1, 110 გრამი კოკაინი გადმოჰქონდა. თითოეულ პაკეტში ზუსტად განსაზღვრული დოზა იყო მოთავსებული.

ასევე ამოღებულია ნაღდი ფული, 400 ევროს ოდენობით და ორი მობილური ტელეფონი.

დაკავებული ათენის პროკურორის წინაშე წარსდგა, რომლის გადაწყვეტილებითაც საქმეს სპეციალურად გამოყოფილი გამომძიებელი უხელმძღვანელებს.

onalem

ტესტ