fbpx
საზოგადოება

ქუთაისიდან საბერძნეთში მომავალი თვითმფრინავი იძულებით ბულგარეთში დაეშვა

ავიაკომპანია Wizz-ის თვითმფრინავი, რომელიც ქუთაისიდან საბერძნეთის რამდენიმე აეროპორტში ახორციელებს რეისებს, ფრენისას იძულებული გახდა დანიშნულების პუნქტი შეეცვალა. ქართველი მგზავრები დაბნეულობამ მოიცვა.

კერძოდ, გაუარესებული ამინდის და ძლიერი ჭექა-ქუხილის გამო, ეკიპაჟმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ თვითმფრინავი ბულგარეთში, სოფიას აეროპორტში დაესვა, ვინაიდან მსგავს პირობებში ფრენა დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული.

ცნობილია, რომ თვითმფრინავი უკვე კავალას (საბერძნეთი) უახლოვდებოდა, როცა გაელვება იმდენად ძლიერი იყო, რომ სავარაუდოდ, თვითმფრინავს საფრთხე ემუქრებოდა.

როგორც “რუსთავი 2” იუწყება, მგზავრების სოფიადან კავალაში გადაყვანა ავიაკომპანიამ უზრუნველყო. თუმცა, მათ აეროპორტში 5 საათის მანძილზე მოუწიათ ყოფნა, სრულიად იუმედო მდგომარეობაში. ისინი ვერ უკავშირდებოდნენ ვერც ახლობლებს და ვერც საქართველოს საკონსულოს.

ტელევიზიის განცხადებით, ინციდენტის შედეგად არცერთი მგზავრი და ეკიპაჟის წევრი არ დაშავებულა.

onalem

ტესტ