fbpx
პოზიტივისაზოგადოება

თესალონიკი: ექიმებმა გადაარჩინეს 4 წლის ბიჭი, რომელმაც ლითონის სათამაშო გადაყლაპა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა თესალონიკში მოხდა, სადაც 4 წლის ბიჭის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე დაემუქრა.

როგორც ირკვევა, მცირეწლოვანმა ლითონის სათამაშო ძაღლი გადაყლაპა და სასწრაფოდ პედიატრიულ განყოფილებაში გადაიყვანეს. რენტგენის გადაღების შემდეგ აღმოჩნდა, რომ სათამაშო საკმაოდ კრიტიკულ ადგილას იყო გაჭედილი და სასწრაფოდ უნდა ამოეღოთ.

ექიმებმა სწრაფად იმოქმედეს და გაუკეთდა ეზოფაგოსკოპია, ზოგადი ანესთეზიით, შედეგად, ლითონის ნივთი ბავშვის საყლაპავიდან ამოიღეს.

ამ დროისთვის ბიჭის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პედიატრიულ განყოფილებაში გადის რეაბილიტაციას.

 

onalem

ტესტ