fbpx
საზოგადოებაჯანმრთელობა

ექსკლუზივი: კორონავირუსით გარდაცვლილი პირველი ადამიანი საბერძნეთში

სამწუხარო ინფორმაციით, საბერძნეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა ფიქსირდება. 66 წლის მამაკაცი, მანოლის აგიომირიანაკისი, 03:15 საათზე გარდაიცვალა. ის იყო პირველი ადამიანი რელიგიური ჯგუფიდან, რომელსაც მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ, საავადმყოფოში ვირუსის დიაგნოზი დაუსვეს და ამდენი ხნის მანძილზე მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო.

აგიომირიანაკისი ამალიადას რეგიონალური მრჩეველი და აქტიური ადამიანი იყო.

ის მთელი ამ დროის მანძილზე რიოს საავადმყოფოში იყო მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დღეებში განსაკუთრებით გაუარესდა, საბოლოოდ კი, ვეღარ გაუძლო და შუაღამით დაიღუპა კიდეც.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 99-ს უდრის.

onalem

ტესტ