fbpx
საზოგადოება

დასასვენებლად ჩამოვიდა და უკვალოდ გაქრა – საბერძნეთში 29 წლის ქალს ეძებენ

კრეტაზე, კერძოდ, ხანიაში, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს 29 წლის ფრანგი ქალის საპოვნელად, რომლის კვალი ჯერჯერობით არ ჩანს.

ირკვევა, რომ ფრანგი ტურისტის მანქანა კრიოს ტერიტორიაზე მიტოვებული იპოვეს და ბოლო ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში განათავსა, ელაფონისის ტერიტორიაზეა გადაღებული.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ქალს მეორე დღისთვის ოთახი ჰქონდა დაჯავშნილი პალეოხორას ტერიტორიაზე, თუმცა, იქ არასოდეს მისულა.

სამაშველო სამსახური შიშობს, რომ ამ ამბავს ტრაგიკული დასასრული შეიძლება ჰქონდეს, ძებნის ოპერაციები კი გაძლიერებულ რეჟიმში მიმდინარეობს.

onalem

ტესტ